Thursday, June 28, 2012

სასწავლო პროექტი


1.პროექტის სახელწოდება- ,,პოეზია უპირველეს ყოვლისა’’

2.პროექტის მთავარი იდეა (თემა)- პოეზიის კრებულის შექმნა

3. პროექტის აქტუალობა- გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო დღეებში პოეზიის კრებული ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოსწავლისათვის.

4. პროექტის მიზნები- მოსწავლეებს აღეძრათ ინტერესი გალაკტიონის პოეზიისადმი; შეძლონ ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, საჭირო ინფორმაციის ამოკრება. ისწავლიან ისტ-ის გამოყენებას ინფორმაციის მოძიების და კრებულის შექმნის დროს.

5.მონაწილეთა ასაკი- 15-16 წელი

6.ვადები/ხანგრძლივობა- 1 თვე;

7.მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეები გაეცნობიან გალაკტიონის ლექსებს; შეიქმნება კრებული, რომელიც პროექტის პრეზენტაციის დროს დაურიგდებათ მსმენელებს. შეიქმნება კედლის გაზეთი.

8. პროექტისთვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები- დიდი ფორმატის ქაღალდები კედლის გაზეთისთვის, A4 ფორმატის ქაღალდები კრებულის გამოსაცემად, ფერადი ფანქრები და მარკერები. ინტერნეტი, კომპიუტერი, ფოტო აპარატი.

9. პროექტის მსვლელობა-

ა) მოსწავლეთა ინტერესების წინასწარი კვლევა;
შეთავაზებული სამი თემიდან მოსწავლეებმა აირჩია გალაკტიონის ლექსების კრებულის შექმნა. კრებულში შევა ის ლექსები, რომლებიც გალაკტიონმა სიყვარულს მიუძღვნა.

ბ) მონაწილეების დაყოფა ჯგუფებად;
მონაწილეები დაიყო სამ ჯგუფად:
პირველ ჯგუფს დაევალა მოეძიებინა გალაკტიონის სასიყვარულო ურთიერთობებზე. ვინ იყო მისი მუზა. ვინ იყვნენ გალაკტიონის მეუღლეები.  რომელი ცნობილი ლექსები მიუძღვნა გალაკტიონმა ამ ადამიანებს.

მეორე ჯგუფი მოიძიებს მასალებს ისტ-ის გამოყენებით და შექმნიან ელექტრონულ პრეზენტაციას.




მესამე ჯგუფი პირველი ორი ჯგუფის მოძიებული მასალებიდან შექმნიან გალაკტიონის ლექსების კრებულს, გამოუშვებენ კედლის გაზეთს.

გ) პროექტის პრეზენტაცია:
სკოლის დარბაზში მოეწყობა პროექტის პრეზენტაცია, მოწვეულ სტუმრებს დაურიგდებათ გალაკტიონის ლექსების კრებული. ვაჩვენებს ჩვენს მიერ მომზადებულ ელექტრონულ პრეზენტაციას.

დ) პროექტის შეფასება.

10. ესგ-სთან კავშირი - ქართული
ქართ.XI.7.
ქართ.XI.9, 10.
ქართ.XI.2, 3.

11. პროექტის ხელმძღვანელი - ლია სიხარულიძე

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: liasixarulidze1961@gmail.com 

Sunday, July 24, 2011