1.პროექტის სახელწოდება-
,,პოეზია უპირველეს ყოვლისა’’
2.პროექტის მთავარი
იდეა (თემა)-
პოეზიის კრებულის შექმნა
3.
პროექტის აქტუალობა-
გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო დღეებში პოეზიის კრებული ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოსწავლისათვის.
4. პროექტის მიზნები-
მოსწავლეებს აღეძრათ ინტერესი გალაკტიონის პოეზიისადმი; შეძლონ ინფორმაციის მოძიება,
დახარისხება, საჭირო ინფორმაციის ამოკრება. ისწავლიან ისტ-ის გამოყენებას ინფორმაციის
მოძიების და კრებულის შექმნის დროს.
5.მონაწილეთა ასაკი-
15-16 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა-
1 თვე;
7.მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეები
გაეცნობიან გალაკტიონის ლექსებს; შეიქმნება კრებული, რომელიც პროექტის პრეზენტაციის
დროს დაურიგდებათ მსმენელებს. შეიქმნება კედლის გაზეთი.
8.
პროექტისთვის საჭირო
ძირითადი რესურსები- დიდი ფორმატის
ქაღალდები კედლის გაზეთისთვის, A4 ფორმატის ქაღალდები კრებულის გამოსაცემად, ფერადი
ფანქრები და მარკერები. ინტერნეტი, კომპიუტერი, ფოტო აპარატი.
9.
პროექტის მსვლელობა-
ა) მოსწავლეთა ინტერესების
წინასწარი კვლევა;
შეთავაზებული სამი
თემიდან მოსწავლეებმა აირჩია გალაკტიონის ლექსების კრებულის შექმნა. კრებულში შევა
ის ლექსები, რომლებიც გალაკტიონმა სიყვარულს მიუძღვნა.
ბ) მონაწილეების
დაყოფა ჯგუფებად;
მონაწილეები დაიყო
სამ ჯგუფად:
პირველ ჯგუფს დაევალა
მოეძიებინა გალაკტიონის სასიყვარულო ურთიერთობებზე. ვინ იყო მისი მუზა. ვინ იყვნენ
გალაკტიონის მეუღლეები. რომელი ცნობილი ლექსები
მიუძღვნა გალაკტიონმა ამ ადამიანებს.
მეორე ჯგუფი მოიძიებს
მასალებს ისტ-ის გამოყენებით და შექმნიან ელექტრონულ პრეზენტაციას.
მესამე ჯგუფი პირველი ორი ჯგუფის მოძიებული მასალებიდან შექმნიან გალაკტიონის ლექსების კრებულს, გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
გ) პროექტის პრეზენტაცია:
სკოლის დარბაზში
მოეწყობა პროექტის პრეზენტაცია, მოწვეულ სტუმრებს დაურიგდებათ გალაკტიონის ლექსების
კრებული. ვაჩვენებს ჩვენს მიერ მომზადებულ ელექტრონულ პრეზენტაციას.
დ) პროექტის შეფასება.
10. ესგ-სთან კავშირი
- ქართული
ქართ.XI.7.
ქართ.XI.9, 10.
ქართ.XI.2, 3.
11. პროექტის ხელმძღვანელი
- ლია სიხარულიძე
12. ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა: liasixarulidze1961@gmail.com